Litclub.ge

შენი თვალები
შენი თვალები ოკეანეა,
შემოისრული წარბ-წამწამებით.
ის სანეტარო ფიქრთ სავანეა,-
ჯოჯოხეთია თვისი წამებით!

ასე ვარსკვლავნიც არ კრთიან ცაზე,-
სასწაულია შენი თვალები.
და მითხარ,ჩემო,მაგ შავბნელ ზღვაზე
რომ დავიღუპო, არ გებრალები?!