Litclub.ge

შეხერეზადეს ზღაპარი
ხალიჩა,ტახტი და მუთაქები.
მეწყება შენზე რითმის თარეში,
მაშრიყის ღამე,ღამე ნაქები,
როცა ბანაობს ცა სიმთვარეში.

ჰფანტავ ასული მწველ ათინათებს.
გეტყვი:ახ, ახ ასე დიდხანს გამყოფა...
შეხერაზადე ზღაპრებს მინათებს,
ეს ღამე ყველგან ზღაპრად გამყვება.

ეცემა მეჩეთს ვარსკვლავთ წვეთები,
რომ რამაზანში ჰაშიში მოდვას.
და ეზიარენ მინარეთები
შენი ზღაპრების უნაზეს ცოდვას.

ამ ძვირფას ქვების დამფანტ აზიას,
აყვავილებულ ხალიფის ალმებს
და მეფის ქალზე ამ ფანტაზიას,-
მე ოაზებში ვუამბებ პალმებს!

იქ ბედუინი ცხელ ქარავანით
შეუცდის მტვრიან სამუსის გავლას.
ლეილას ზღაპარს მთვარის თავანით
ის გაიტაცებს,ვით ძვირფას დავლას!

1920