Litclub.ge

*** "-დაგაგვიანდა"
– დაგაგვიანდა – მითხარ და მერე
თვალები უცებ მოგიწყლიანდა.
– დამაგვიანდა? – ვკითხე მაგ ხელებს.
ხელებმა მითხრეს – დაგაგვიანდა...
გული თუ ნატრობს ათას სიცოცხლეს,
გულმა მოასწრო აგრიალება!
– სიყვარულისთვის – უნდა, იცოდე,
რომ არ არსებობს დაგვიანება!..