Litclub.ge

კრებითი სახე.

სახე - დარბის, დარბის, დარბის...

სახე - მეკვრის, მეკვრის, მეკვრის...

სახე -  სტყუის, სტყუის, სტყუის...

სახე - ქრება, ქრება, ქრება...

თითები - კაწრავენ ღაწვებს, კანს სისხლი სდის, თვალები ხედავენ ნამცეცს, სხვისაში ლუკმას გემრიელს!

საგნებს ერთვის სანოვაგე, სახეს ერთვის მეტყველება. იცნობს მრევლს და იცნობს მტერს, განა ვინმეს ეტმასნება?! უყვარს ერს და უყვარს ბერს, მაგრამ არცერთს ეკარება. კრებითობს და ილექება, სახე უჩანს, ზოგჯერ მალავს, ფიქრობს ალბათ: - ყველას ვზარავ!

- რიგში დგანან სახეები, იქვე ახლოს სალტეები...

- მოჭერილი ბაგეები, დაგებული მახეები.

- მოშვებული წარბები - დაქაჩული თვალები.

 

შესავალმა შემოიტყუა სახეები აქ. გასვლისას კარები ჩაეკეტათ. დარჩნენ ასე სახე ახეულები, რადგან ვიღაცამ ფურცელს გვერთი ჩამოათალა.

დაატყვევეს ან იქნებ მიზეზობენ და სტყუიან ისევე, როგორც ამ თეთრი საავადმყოფოს ყოფილი სტუმრები. - ვინ იყვნენ სტუმრები? - პერსონაჟები. დახმარებისთვის დიდი გზის გავლა მოუხდათ. ეს გზა წარსულთან მეგობრობს თითქოს, მაგრამ მომავალსაც ჭეშმარიტების ფერებში აღიქვამს.

 

* * *

- გაიხადეთ. - ბრძანებს ექიმი.

- უკაცრავად?! - იკვირვებს პაციენტი.

- წელს ქვემოთ გაიხადეთ! - ისევ ბრძანებს ექიმი!

- რისთვის? ხელთ ნემსი არ გიპყრიათ?! - იკვირვებს პაციენტი.

- რა თქმა უნდა არ მაქვს, უბრალოდ გაშოლტვას გიპირებთ. - სიამოვნებით გასცა პასუხი, თან სახე გაებადრა.

- რატო წელს ქვევით?

- აღსარებისთვის არ მეახელით განა?

- უკვე დამავიწყდა. - ავცდებიო სასჯელს გაიფიქრა პაციენტმა.

- სწორედ ეგ არის შენი პრობლემა. დავიწყებისთვის იშოლტები. უნდა გაიხსენო. - მოჰყვა ხარხარს ექიმი.

 

* * *

- ექიმო, სახე ამახიეს.

- შენც მათ სიაში ხარ? - დასვა კითხვა პაციენტის წინაშე ექიმმა.

- დიახ.

- იქნებ მითხრა, რატომ? გტკივა?

- ძალიან!

- რას ვატყობ, გეტყვით ახლავე: სახე ახეული არ გაქვს. საერთოდ არ გაქვს.

- როგორ თუ საერთოდ?

- აი ეგრე... არ გაქვს და მორჩა. წაგართვეს.

- ვინ ექიმო? სახეს ავახევ! ნაბიჭვარი.

- აი, იმან წელს გვემოთ, რომ გაიშოლტა.

- მიმიყვანეთ მასთან.

- რატომ? - ხარხარით პასუხობს ექიმი.

- სახე არ მქავს, შესაბამისად თვალები. ვერ ვხედავ.

- მაშ რად იმუქრები? - ისევ ხარხარებს!

 

* * *

- ექიმო ყავარჯნები მომაწოდეთ?

- ეგ ექთანს უნდა უთხრათ.

- ექთანო!

- არ გვყავს... - იცრფუა ექიმმა. - როგორ მეცოდებით, რომ იცოდეთ?- ნანობს სიცრუეს ექიმი. სახეზე ეწერა. მაინც ეცინება.

- ექთანო?

- რად გაჰყვირით? უშედეგოა თქვენი მცდელობა. სხვას გაჰყვა?

- ვის?

- იმას ვინც ყავარჯნები მოგპარა.

- ვინ, მომპარა ექიმო? სახეს ავახევ! ნაბიჭვარი.

- აი, იმან ვისაც სახე აახიეს.

- მაგრამ მას ხომ თვალები არ ჰქონდა?

- სამაგიეროდ ექთანს ჰქონდა. - ერთი გენახათ როგორ იცინოდა ექიმი თეთრებში.

 

* * *

ხელები ფერთხავენ ღამეულ ზეწრებს... ისევ ხელები უვლიან ლეკვებს, მაგრამ ელიან მძევლებს... დაიჭერენ და შემდეგ ხმარობენ საგნებს.

- ექიმო იქნებ პროთეზი გამიკეთოთ?

- რა დაგემართა?

- მხრით მითრიეს. აბზაციდან ვიწყებოდი.

- აუჰ, შე კაცო? უი ქალბატონი ყოფილხარ! ეს როგორ დამემართა ჩემი ექთანი ვერ ვიცანი?!

- არაფერია ექიმო.

- მეორე ხელი? მას რაღა დაემართა? ორი პროთეზია საჭირო.

- მეორეთი ის ყავარჯნიანი ვათრიე.

- მაგრამ... მას ხომ ყავარჯნები შენ მიეცი?

- პატრონი წამოგვეწია და წაართვა.

- ფუი, შენ რა გითხარი. ქალიც ამას ჰქვია! ორივეს მიეცი?

- რა მივეცი ექიმო? - იუკადრისა ქალმა

- ხელები ადამიანო. ხელები! - ხარხარი აშკარად უკმაყოფილებით შეეცვალა.

 

* * *

დასასრულს სახეები შეიკრიბნენ და თანაზიარნი შეიქნენ, რადგან პალატაში ერთად მოათავსეს. თითქოს აეწყო სრულყოფილება...

ცოდვილთ უცოდველნი რისხავენ.

უცოდველნი რისხვითვე განიკითხებიან!

ერთი სამოსით ყველა ცნობადია. ეს სახეა!

 

14 აპრილი 2010 წელი