Litclub.ge

*** "სადაც ხელმწიფე უღირსია"
სადაც ხელმწიფე უღირსია, ცუდად ირჯება,
იქ თვით ქურუმთა წინამძღვარიც უმაქნისია,
იმ ქვეყანაში ხალხიც მალე შეიბილწება,
ყოფა ტახტის და საკურთხევლის შესატყვისია.
იდუმალების დასწყვეტიათ წყარო ცოდვილთა,
სიბრძნეს დაწმენდილს, ნათლის სვეტად აღვიქვამთ მუდამ,
ამადაც, როცა თითო ნაბიჯს დგამენ ცოდნისკენ,
ორი ნაბიჯი ზნეობისკენ გადადგან უნდა.