Litclub.ge

კლასის ჟურნალი
გადამიშალეთ, თუ ღმერთი გწამთ,
კლასის ჟურნალი,
ამოვიკითხოთ გაკვეთილზე
დღეს ვინ გვწვევია,
ვკითხულობთ გვარებს პაწაწინა,
ფერმკრთალ უჯრებში –
რამდენი `არა~, ცრემლიანი
ჩაუწერიათ.
მზე დამალულა, გადაჰკვრია
ცას მელნისფერი,
გაცვეთილ ფურცლებს გულში სევდა
ჩაბუდებიათ,
ეჰ, `შატალოზე~, `შატალოზე~
წასულან ბევრნი,
და, სამწუხაროდ, ზარის ხმაზე
არ ბრუნდებიან.
...
ფრთხილად დახურეთ, თუ ღმერთი გწამთ
კლასის ჟურნალი.