Litclub.ge

ნაფეხურები
დაუსრულებლად
ვიარო მინდა
ჩემს ხმაურიან
და დიდ ქალაქში...
რადგან რაც უფრო
მეტს ვივლი, ვიცი,
მით მეტადაა შესაძლებელი
ერთმანეთს შეხვდნენ
ჩემი და შენი
ნაფეხურები...