Litclub.ge

შეხვედრა ძველ მუზასთან
ნეტავ საით გაფრინდნენ
ჩვენი თეთრი მერცხლები,
საით გადაიჩეხნენ
სიყვარულის მეწყრები.
ვაი, როგორც გაცივდა
გული ნაბურბურალი,
ვისთვის, ვისად გესმოდა
ჩემი ნაბულბულარი.
ახლა არის გვიანღა
ნაცრის ანაღვერდლება,
იმ პირველი სიმღერით
გული არ ამღერდება.
ახლა ჩვენს შავ გიშერსაც
შეჰპარვია ვერცხლები,
გადამქრალან უკვალოდ
გულის ის ნაპერწკლები.