Litclub.ge

მერაბს
გაყინულ ტოტზე
ბეღურა დაფრინდა
და გამეტებით
ფეხებს იკორტნის...
გამხმარი ტოტი
ოდნავ ირხევა
ამიტომ ცაზე...
.....................
ისეთი მწარე სიჩუმეა
...
დღეს მალე წმინდა გიორგის წირვა
დაიწყება...
...
რა კარგი ჰქენი
რომ წახვედი
და გაეცალე ამ გულისწამღებ
ამაოებას,
თუმცა კი ხშირად
ხშირად, ხშირად
ამაოების დაბჩენილ ხახას
აკანკალებდა შენი ისარი...
...დღეს უკვე ოცი ნოემბერია
და რა ხანია აღარ ჰყვავიან იასამნები...