Litclub.ge

როდის?
როდის ისვენებს არაგვი,
რა დროს იძინებს მტკვარი...
ნეტავი როცა არა ქრის,
მაშინ სად არის ქარი...
რად ვერ მოშუშდა აქამდე
ქვეყნად ამდენი წყლული...
და თუ რამე არ აღანთებს,
როგორ ისვენებს გული...