Litclub.ge

ჩუმი ძახილი
მე გეძახოდით... ცხრა მთას გადაღმა
ვინ მოგაწვდინათ ეს ხმა ნეტავი...
კი მოგიხმობდით, მაგრამ ხმადაბლა,
ხმამაღლა როგორ გაგიბედავდით!
იქნებ სულები მართლაც დაქრიან
იდუმალი და სწრაფი მარხილით
და თვით უწყიან, უფრო ადრიან
ვის მიაწვდინონ ვისი ძახილი.
თორემ, სხვა, აბა, რას დავაბრალო,
ჩემი ხმა როგორ მოგწვდათ, ნეტავი...
გეძახდით, მაგრამ ჩემთვის, ხმადაბლა,
ხმამაღლა ვერცკი გაგიბედავდით!