Litclub.ge

ყრმა კოლაელნი
ოდეს სიბნელე ჩაწვება ხევში,
მიეძინებათ ფერშეცვლილ ჩრდილებს,
ცოდვის დედანი სანთლებით ხელში
ჩოქვით ეძებენ ჩაქოლილ შვილებს.
ხოლო მამანი ველად დაძრწიან,
მგლებს არისხებენ მძვინვარე თვალებს,
ხედავენ: ყრმანი მარცვლეულს მკიან
და პურის თავთავს უწვდიან მამებს.
გვირილებისგან გვირგვინებს წნავენ,
თავზე ადგამენ მონანულ დედებს,
სისხლში სტოვებენ უმანკო გვამებს
და მიჰყვებიან ღვთაებრივ გედებს.
ცოდვის დედანი, მწუხრის ჟამნისას,
დაარისხებენ მდუმარე ზარებს,
მოელანდებათ ძენი ღამისა
და მუხლს უყრიან ყრმა ქრისტეანებს.