Litclub.ge

დღეები მიაქვთ ქორებს
ბნელში გაწყვეტილ თელებს,
მეხით
შუბლგამსკდარ
მუხებს –
ცა წვიმით ამრთელებს
და ელვის დოლბანდით უხვევს.
წავა და აღარ მოვა,
დღეები მიაქვთ
ქორებს,
მიმდგარა შემოდგომა
ტყეს –
ფოთლებს უოქროებს.