Litclub.ge

*** "ნისლო"
ნისლო, მთით გადმომავალო,
რა ამბავ მოგაქვ, ნეტაი?
რასა იქმს ჩემი დაღლილი,
ჩემი მწუხარე დედაი?
ხომ არ ჩაკეტა ნამქერმა
გზა-ვიწროები სავალი?
კვამლი თუ ადის ერდოზე,
ისევ თუ ყივის მამალი?
ნისლო, მთით გადმომავალო,
რა ამბავს მეტყვი, ნეტაი?
რასა იქმს ჩემი მწუხარე,
ჩემი ბეჩავი დედაი?