Litclub.ge

ფორმულა
აჰა, კვერცხიდან ხსნად სამყაროსი
გადმოდის ბარტყი ფრთების სავსავით.
გდია ნაჭუჭი
უკვე ამოხსნილ
სიკვდილ–სიცოცხლის ფორმულასავით.