Litclub.ge

*** "ვეფხის ნაწოლთან ჩავივლი"
ვეფხის ნაწოლთან ჩავივლი,
მთას დააჩნდება ნავალი,
იქნებ შემომხვდეს შაირით
ვეფხვების შთამომავალი.
მიწა აჭრილა მოვისებრ,
ჩაუცვამს მოლის პერანგი,
ჩასძინებია ონისეს,
შემოპარვია ვერაგი!
ზეციურს ვუხმობ შემოქმედს,
ჩავივლი ფშავლის კარადაც,
იქნებ ხელახლა შემომხვდეს
ვეფხის და მოყმის ბალადა,
იქნება ვეფხის დედაი
კლდეზე გადმოდგეს ქალადა!
შვილვეფხმოკლული დედისა
განა უბრალო რიდი მაქვს,
ზარით და ზანზალაკებით
იმედის კლდეზე ვკიდივარ!
მიწა აჭრილა მოვისებრ,
ჩაუცვამს მოლის პერანგი,
საით წასულა ონისე,
კვლავ არ მოგვეჭრას ვერაგი!