Litclub.ge

*** "გადიკისკისა პატარა გოგომ"
გადიკისკისა პატარა გოგომ
და ჰაერი
გახდა უცებ
ისე მჭვირვალე,
თითქოს ქუჩაზე
დიდი კალათით
ალუბალი ჩამოატარეს.