Litclub.ge

*** "ეს თიხისფერი ქალაქები"
ეს თიხისფერი ქალაქები
მე ავაგე შიო მღვიმიდან
აგარამდე,
გამოვკვეთე მძიმე კერპები
ცამცუმისა, ამბრისა და იამანისა,
საამირანო გალავანი შემოვარტყი
და სამასპინძლოდ, პირისფარეშად
მიმსვლელ-მომსვლელთ
მზე დავუყენე,
შეშლილი ვარ ამ გამოფიტულ
ბორცვებისაგან.