Litclub.ge

*** "ფერეიდანში არ ახსოვთ"
ფერეიდანში არ ახსოვთ,
ქართველს მოეკლას ქართველი;
რანი ვყოფილვართ, რანი ვართ,
აი, ეს არის სათქმელი.
გასულა წელი ოთხასი,
და გავა კიდევ რამდენი;
ფერეიდანში არასდროს
ქართველს არ მოკლავს ქართველი.