Litclub.ge

*** "შენთან ახლოს"
შენთან ახლოს
ისე კრძალვით ჩავივლი,
როგორც ველად
ჩუმი მინდვრის ყვავილი.
თუ ცუდ რამეს
ჩემზე გულში გაივლებ,
მივაშურებ ჩემს
დადნაფიც ყვავილებს.
და ველ-მინდვრებს
მათთან ერთად დავივლი
სამომავლო
ფიქრითა და ოცნებით...
შენთან ახლოს
ისე კრძალვით ჩავივლი,
როგორც ველად
ჩუმი მინდვრის ყვავილი.