Litclub.ge

ნეტავ, ვიცოდე
ძლივს ჩანს: _ ხეების წვეროკინებზე
ფარტენასავით ნისლი ირთვება,
დილა ჩამორბის სივრცის კიბეზე,
ამოისუნთქეს სიო მინდვრებმა.
ძვირფასი თვლები ყრია მოლზე და
`ცვრიან ბალახზე~ თბილად ვსველდები...
დღეს, წარსულივით შორს ხარ როდესაც,
ნეტავ, ვიცოდე, თუ გახსენდები?