Litclub.ge

ოდეს იშვებს ქვეყანა
ოდეს იშვებს ქვეყანა _ ქალი ქალად ქალდება,
შემოგღიმებს ნეტარად, შემოგაფართქალდება;
მაშინ იშვებს სამყაროც, დგება რბილი ტაროსი,
მიწა ხარობს, ცა ხარობს, ისმის ფიქრი წყაროსი;
ქარს უხდება დავლური, ჩერო სწრაფად ალდება...
მოვა ქალი ქალური, შემოგაფართქალდება.