Litclub.ge

დეკემბერი, დეკემბერი!
დეკემბერი, დეკემბერი,
ვაი, უკვე ვეღარ ვშველი
უკანასკნელ მოფარფატე ფოთოლს...
შენს ნაბიჯებს ისევ ვეძებ ,
შემოდგომის ყვითელ გზებზე,
ალბათ მალე თეთრი სევდა მოთოვს...
გადაივლის ეს ზამთარი,
მიყუჩდება მკერდში ქარი,
მაგრამ მაინც უშენობა შემშლის,
რადგან ისევ მოვა მარტი
და ფერდობზე ჩამობარდნილ
ყოჩივარდებს აიტაცებს ხელში...