Litclub.ge

პოეტი
ხან მარტვილია, ხანაც _ მესია,
თან წერტილია, თანაც _ ანთარი;
პოეტი, მაინც, _ ერთი ლექსია...
ობლის ცრემლივით ცამდე მართალი.
ვისთვის ღვინო და ვისთვის _ წყალია,
ქარია მისი ქორონიკონი;
პოეტი, ზოგჯერ... ერთი პწკარია _
ყაყაჩოსავით ცხელი სტრიქონი.