Litclub.ge

კლდემტირალასთან
ამოუმშრალეს
ერთურთს თვალები _
თავშლით და თათით
და უბრად სხედან:
დედები, მაგრამ...
მაინც ქალები _
მოყმის დედაი
და ვეფხვის დედა.
ომჟინიანი მათი ვაჟები
კლდემტირალასთან
ერთ ფარზე წვანან;
მოყმე ბინდია,
ვეფხვი _ რიჟრაჟი,
დედანი _ ლოკვა და იავნანა.