Litclub.ge

გაგრა, ივლისი და მაგნოლია
ისევ მოვიდა
თოვლი თბილისში,
ისევ მოვესწარ
ფიფქთა ბორიალს...
და მომენატრა
შენი სიშიშვლე,
გაგრა, ივლისი
და მაგნოლია...
თოვლივით სუფთა
არის ოცნება,
ვერ შეველევი
ზამთარს თოვლიანს...
და მე ყოველთვის
თან მეყოლება
გაგრა, ივლისი
და მაგნოლია!..