Litclub.ge

*** "უძირო თვალებს ცა ჩაუყლაპავთ"
უძირო თვალებს ცა ჩაუყლაპავთ,
თვალუწვდენელი სივრციდან გიმზერ,
მზე ცისარტყელას წვიმისგან ხატავს,
ოცნება ხედავს ვარდისფერ სიზმრებს.
დაცურავს გედი მოღერილ ყელით,
ცა იმზირება ცისფერ თვალებით,
არ გააფუჭო ნახატი ხელით,
ტილოზე დარჩნენ ამორძალები.