Litclub.ge

*** "ნეტავი ახლა ჩემს სახლში ვიყო"
ნეტავი ახლა ჩემს სახლში ვიყო,
სარკის წინ ვიდგე, წვერს ვიპარსავდე!
თავს რა ტყუილად დამჩხავი, ჩხიკვო,
თოვლს რა ტყუილად ვკოცნი შარშანდელს.
ახლა ტყუილად არ ვარ მღელვარე,
აღარ მომიდის სახლში სტუმარი,
სიზმარში ვხედავ მაღალ მწვერვალებს
და ღრუბლის მიდევს თავსასთუმალი.