Litclub.ge

*** "ზღვა ენერგია მაქვს დახარჯული"
ზღვა ენერგია მაქვს დახარჯული
და ყველა ნერვი არის დამწვარი,
მე მაინც მომწონს ცეკვა ხანჯლური,
ალავერდი და მცხეთის ტაძარი.
ვიტყვი ხმამაღლა, თუნდაც გამთელონ,
არ გავიკარებ ფიქრებს, მზაკვარებს.
მე მაინც მიყვარს დღეს საქართველო
და ვერც ვერავინ გადამაყვარებს.