Litclub.ge

რატომ ამღერდა ქართველი
რატომ ამღერდა ქართველი?
_ მაღალ ღმერთს ასე ენება,
სიმღერა არის ქართველის
სილამაზე და მშვენება.
სიმღერა არის ჩვენს სულში
ჩუქურთმასავით ჩართული,
არაფერია ქართველში
სიმღერასავით ქართული.
სიმღერა ჩვენთვის ძალაა,
მხნეობა ჩვენი ერის,
ყური მიუგდეთ ტკბილ ჰანგებს,
მღერის, ქართველი მღერის.