Litclub.ge

*** "ჩონგურზე ამღერებულ"
ჩონგურზე ამღერებულ _
მამაჩემის დაძარღვულ ყელზე
საქართველოს ძველი რუკა დავინახე _
ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული...
აი, რატომ მქონია
გულ-სისხლძარღვებში
ჩადუღაბებული
მთელი საქართველო!