Litclub.ge

*** "საკვირველია ჯვარი და ჯვარცმა
საკვირველია ჯვარი და ჯვარცმა,
ცად ამაღლების იდუმალება...
აქ, ძველ ხანძთაში, აღდგომის განცდა
ზე აიტაცეს რეკვით ზარებმა...
ჰოი, ხატებო, ცის სარკმელებო,
გაჟღენთილებო საკმევლის სუნით...
(მეუდაბნოის ხმელი ხელები
და განგმირული შუბით ავსული...)
რა შეედრება სიხარულს შობის,
მაგრამ აღდგომის სულ სხვაა განცდა...
მგონია, ცაში მიფრინავს თმოგვი,
რომ წარიტაცოს ცოდვანი კაცთა...