Litclub.ge

ლოცვა მამისა მიმართ
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა მყოფელი,
რომელმან შეჰქმენ სამყარო, მოგვმადლე წუთისოფელი,
შენ ხარ ის, ვისაც შეჰხარის შენგანვე ქმნილი ყოველი,
ვითარცა ნერგი მცენარე, ეგრემცა სული ცხოველი.
თაყვანსა გცემ და გადიდებ ყოვლის შემოქმედს დიადსა,
შენ განგვაშორებ ბოროტსა, დაგვხსნი ღამისა წყვდიადსა,
კვლავაც ამაცდენ ხიფათსა, საფრთხესა და განსაცდელსა,
მოგვცემ პურს არსობისასა და რწმენას სულის საზდელსა,
მოწყალებითა შენითა რა დილა გამითენდება,
გულგატეხილსა მონასა გული კვლავ გამიმრთელდება.
ვიხილავ შენის დიდების ზეშთამოღვრილსა ნათელსსა,
მოვიმკი ნაყოფს კეთილსა, შენგან სიკეთით ნათესსა.
მამაო ჩვენო, დიადო, ხარ ცათა შინა რომელი,
ძალი სიკეთის მოქმედი, მარადჟამს დაუცხრომელი,
მსაჯული კაცთა ცოდვილთა, მოწყალე და უწყრომელი
და ჩვენდა საკეთილდღეოდ დაუღალავად მშრომელი.