Litclub.ge

*** "თუმც მეუცხოება"
თუმც მეუცხოვება ბაღი გაღობილი,
კარს ნუ გამოკეტავთ, იყოს გაღებული.
კმარა, გევედრებით, მუხლზე დამხობილი,
ცოდვა ჩადენილი, მსხვერპლი გაღებული.
აქ წმინდა ანდრია, რად არის ნამყოფი?!
ნუთუ, სამართალი ქვეყნად არ ყოფილა...
გული გაპობილი, ორად გაყოფილი,
ჯერ არ მოწყვეტილი ერთი ხის ნაყოფი.
თუმც, ნაყოფს თუ გული არა აქვს ჭიანი,
ღმერთს ვთხოვოთ, ვილოცოთ, ეგებ, გაამთელოს
და უფსკრულის პირზედ მომდგარ საქართველოს
ხსნად გამოუგზავნოს მეგზური ჭკვიანი.
ჩვენი წინაპრების წმინდა სამარხებით,
ეს ხომ ღვთისმშობლის არის სანახები.
მოდით, დავინახოთ, ნახვით გავიხაროთ,
ძმები შევიყაროთ, აღარ გავიყაროთ.
თავად მაგონდება, არა, არ ვიგონებ,
ცრუ და ყალბ სტრიქონებს მხოლოდ საგაზეთოდ.
სწორედ გამიგე და გონით გამიგონე,
თავს ნუ დაიღუპავ, ჩემო აფხაზეთო.