Litclub.ge

წარწერა კონსტანტინე გამსახურდიას წიგნზე"მთვარის მოტაცება"
ცა იძვრის, ვოი, ლამარია,
ვერ ვპოვე სიმშვიდე სად არის.
ტალღები შავი სამარეა,
მთვარე კი _ ჩამქრალი ღადარი.
დასრულდა ლაღობა, იდილია,
წარსულის დღეები თან დამდევს,
ცხოვრება ენგურთან ჭიდილია,
ო, ღმერთო, სადამდე? სადამდე?
სხეული სულში იმზირება,
სხეული მუხთალი რამ არის,
ტალღები _ შავი სამარეა,
მთვარე კი _ ჩამქრალი ღადარი.