Litclub.ge

ქალი
სულმა საფრენი
დაკარგა ფრთები,
მზერაში ჩაქრა
ცეცხლი და ვნება...
აწყობს სასთუმალს
გრილი თითებით
და აუხდენელ
სიზმრებთან წვება.