Litclub.ge

მე და ნიკალა
მარტის ქარებმა მიმშობიარეს
და ერთით მეტი სულელი გყავარ,
ვით ლომის ლეკვი გლოკავ იარებს
და ვეკრძალები კუდსა და ყავარს.
მხარის საქცევად, როგორც სულეთში,
ვიცი დამყრიან გზაზე მუხუდოდ,
_ აბა ამ ვერაგ საუკუნეში
როგორ გაძლოსო კაცმა უკუდოდ.
ქარის მოტანილს ქარს რომ ატანენ,
ჩვენ ვიღას გავყვეთ, ბიჭო ნიკალა,
ვეცოტავები სიოდ სატანებს,
ამომიკივლე სადმე გრიგალად.
ან მირზაანის ცაზე დამხატე
ნაქარიშხლევი, როგორც ურთხმელი
და მათქმევინე თუკი რა დამრჩა
სალოცავი და ჯერაც უთქმელი.
მერე ხომხელთან ახლოს დამკიდე,
ვერჩატეული ვერც ერთ ჩარჩოში,
ან ჩემს გულზვიად მესთან წამკიდე,
ან დამაბრუნე ქარის საშოში.
სანამ დაგვყურებს ცა საფირონის
და ეს იმედიც სულ არ მიმქრალა,
მაგ საუკუნის წამცხე მირონი,
აიღე ფუნჯი, ბიჭო ნიკალა.