Litclub.ge

თუ მოგაგონდე
შენ წახვალ სხვასთან, გაუყვები ბილიკს ნამიანს,
არც გეხსომება მე ეს ლექსი ვისთვის დავწერე,
შორს გაფრინდები, ვით პატარა ჭიამაია,
ქარში გაჰყვები მეოცნებე ბაბუაწვერებს.
მე კი დავრჩები გამოწვდილი ხმელი ტოტებით,
სველი ფოთლები ჩამომცვივა, ალბათ, საფლავზე
და თუ ოდესმე ერთხელ მაინც მოგაგონდები,
მოდი, მიტირე და სიკვდილი გამილამაზე.