Litclub.ge

წვიმის წვეთებიც დამიტირებენ
მირბიან წლები, ჩემი დღეებიც
მძიმე ქვასავით როგორ მიგორავს,
გამიფრინდება ბავშვობის წლები,
მოვა ზაფხული და შემოდგომა.
შემოდგომაზე დავხატავ სურათს
და მე ეს ტილო გამითქვამს სახელს,
მერე დავუწყებ ლოდინს ცივ ზამთარს,
რომელიც მუდამ სიჩუმით მავსებს.
წავა ზამთარიც, გამოვიცვლებით,
მოგონებათა დაგვაწვიმს თქეში,
მე მარტოდმარტო გარდავიცვლები
ჩემი პალიტრით და ფუნჯით ხელში,
გასვენების დღეს იქნება წვიმა,
წვიმის წვეთებიც დამიტირებენ,
დამასვენებენ თბილისის მიღმა
და სამუდამოდ დამივიწყებენ...