Litclub.ge

*** "ახლა ყველა ჩემსკენ იშვერს თითს"
ახლა ყველა ჩემსკენ იშვერს თითს და
ყველას ჩემთვის ვითომ კარგი უნდა,
ყველამ _ `ჩემგან აიღეთ მაგალითი~,
ყველა ჩემს სულს ცოტა-ცოტა ქურდავს.
წარბშეკრული დადგებით და მეტყვით:
_ შენ, თვალებში შემოგვხედე ერთი!
_ გამანებეთ, თუ ხალხი ხართ, თავი,
თუ ხალხი ხართ და თუკი გწამთ ღმერთი!