Litclub.ge

*** "დამნაშავე ხარ"
დამნაშავე ხარ, უფრო ძლიერ რომ არ მიყვარხარ,
დამნაშავე ხარ იმაშიც, რომ არ მეჯავრები,
ტრიალ მინდორზე უსირცხვილოდ მკლავენ წიქარას,
შემტვრეულია ცხრაკლიტულის ცხრავე კარები.
მე ისევ ვლოთობ, ისევ ვფიქრობ, ისევ ვბუზღუნებ,
დაშლილ ჰამაკებს ისე ვხედავ, როგორც ბადეებს,
შენი სურათი, უფრო მავსებს და მაუძლურებს,
შენი სურათი, ყოველ დილით თვალს რომ მადევნებს.
ზამთარი გავა და წიქარა აღარ მიჰქარავს,
შენი სახლის წინ ჩაივლიან დღეთა ჯარები,
დამნაშავე ხარ, უფრო ძლიერ რომ არ მიყვარხარ,
დამნაშავე ხარ იმაშიც, რომ არ მეჯავრები.