Litclub.ge

უბრალო
რიჟრაჟზე მოველ ღამენათევი,
სახლში უბრალო ისევ გამკიცხეს.
ფიქრები, როგორც მურა დათვები
გვტორავდნენ მე და ბებერ პანტის ხეს.
სახლში აშლილი დამხვდა ლოგინი,
და მწოლიარე სნეული ქარი.
შევედი, მაგრამ უცებ მეგონა,
საკუთარ სახლში შემოვიპარე.
გარეთ შუადღე ანთებდა კოცონს
და მარათონით მოვიდა ღამე.
გოგონა უცებ დააფრთხო კოცნამ,
ამოებურცა პერანგი ხამი.
საღამოს ისევ ძლიერ დავთვერი,
ღამეც შავ-თეთრი სიზმრით გავტიხრე.
სიზმრებიც, როგორც მურა დათვები,
გვტორავდნენ, მე და ბებერ პანტის ხეს.