Litclub.ge

*** "შერჩენილია საქანელა ხეზე"
შერჩენილა საქანელა ხეზე,
მსხლის ხეს ფერი დასდებია მიწის,
იწვის სახლი, მამა-პაპის ეზო,
აფხაზეთში საქართველო იწვის...
ჭიშკრის ახლოს წამივიდა გული,
პაწაწინა ფეხსაცმელი ეგდო,
დაიფარე საქართველოს სული,
შენი ჯვარი დაიფარე, ღმერთო!