Litclub.ge

*** უნდა დავჯერდე ძველმან სამოსელს"
უნდა დავჯერდე ძველმან სამოსელს,
როცა ფიფქები ქუჩებს შენისლავს...
ვიღაც ხომ მაინც უნდა ჩამორჩეს
მზიან ქვეყნებში გადაფრენისას.
ვინ მოიხურავს ნაბადს მწყემსურად,
ვინ დაუდგება ოსტატს შეგირდად,
მე თუ მექნება ის რაც მე მსურს და
შენ თუ გექნება ის რაც შენ გინდა.