Litclub.ge

უბრალო ლექსი.(ნიკა წერეთელს)
ვიცი ვერაფრით მიპასუხებ,მეც მხოლოდ ვიწრო
წერილით უხეშ რეალობას ოდნავ ვინაზებ.
არც არაფერი შეიცვალა,უბრალოდ ის რომ
ყოველ საღამოს აღარ ვფიქრობ მოროშკინაზე.
ვეღარც მარიკა დავივიწყე,რა ვქნა იუზგარ,
კვლავინდებურად დაგოგმანებს ამოსაგდები,
სულში სურვილად შემოვარდნილ ყველა ვირუსს კი
ლექსებით ვეღარ ვაცემინებ, ზედვე ვაკვდები.
წვიმდა გუშინწინ,სანაპირო სევდამ დანაცრა,
კრიმანჭულისთვის არ ეცალათ ბებერ თოლიებს,
რაღა მექნა და მეთევზეებს ლექსის სანაცვლოდ,
სირინოზებზე ლეგენდები მოვაყოლინე.
ასე ვარ.თუმცა გელოდები,ისევ დავიცდი,
იქნებ პასუხის მოსაწერად რამე იღონო,
ჩვენ დედამიწა გვეცოტავა,სწორედ ამისთვის
უკმარისობით დავისაჯეთ ჩემო ნიკოლოზ.