Litclub.ge

შუამთა
ძველი შუამთა. თოვლის მანდილი.
თოთო ბავშვივით თვლემდა სიჩუმე.
ნისლს მოჰყვებოდა სევდა რამდენი,
შენზე ფიქრები და ჩამი-ჩუმი
სულ არ ისმოდა. თრთოდნენ იები _
მონაზონები უნაზეს კრთომით...
და, ვით მარიამ მაგდალინელი,
ნატერფალებში ტიროდა თოვლი...