Litclub.ge

*** "ყოველ წუთას სიცოცხლე ბედის ბეწვზე ჰკიდია"
ყოველ წუთას სიცოცხლე ბედის ბეწვზე ჰკიდია
და წლები _ კამათლები მოდიან და მიდიან.
დარდებს არ ენაცვალო, სიკვდილს შეეთამაშე,
ცივი თონე არ აცხობს გამტკიცებულ ლავაშებს.
სანამ გული ცხელია, სანამ სული ქაფქაფებს,
მოდი, ცხენკაციანად და სიკვდილი აკაფე!
თორემ ღამე ჩამოდნა ზამბახების სანთლებით,
თორემ მთვარის ჩრდილივით გულზე ჩამოგადნები.
მოდი, თორემ სიცოცხლე ბედის ბეწვზე ჰკიდია
და წლები _ კამათლები მოდიან და მიდიან...