Litclub.ge

*** "ქუჩა ხალისით აჰყოლია შადრევნის კისკისს"
ქუჩა ხალისით აჰყოლია შადრევნის კისკისს,
კი, შენ მაჩუქე სამაჯური მარჯნის მძივებით,
მრგვალ მაგიდაზე ალუბლები, ჭიქაში ვისკი,
ცის უპეებში მოღალული მზე იძირება,
მზე იძირება, წყლის წვეთები ასფალტს ასველებს,
იყოს წაგება, ეს ცხოვრება ჩემზე ახია,
არ ვიცი, თავი არც ამჯერად არ შეგახსენე
და იმეორებ: ღმერთო ჩემო, სად მინახიხარ?!