Litclub.ge

* * * ცოდვილთა მოდგმა მოვიდა შემდეგ
ცოდვილთა მოდგმა მოვიდა შემდეგ,
წაბილწა ცა და ქვეყანა წარყვნა,
რამდენჯერ დამეც, რამდენჯერ შემდექ...
ცოდვილთა მოდგმა მოვიდა შემდეგ.

ბრუნავდა ტბორი, - ზემდეგ და ქვემდეგ
მთებს მირეცხავდა ცრემლების წარღვნა, -
ცოდვილთა მოდგმა მოვიდა შემდეგ,
წაბილწა ცა და ქვეყანა წარყვნა.