Litclub.ge

საქართველო სად არი?!
ყეფდნენ ხმები ურჯულოთა,
დუღდა სისხლის ღადარი,
ტყესთან ქვები ჩურჩულებდნენ _
_ საქართველო სად არი?!
დასისხლულხართ ქვა-ლოდებო,
ჩქარა რისხვა ლეწეთ მთებს,
ჩქარა, რაღას ელოდებით,
ადექით და ეძებეთ!
იქნებ სისხლი დაჩნდეს ღიმად,
ზეცისა და მთის სწორნო!
იქნებ სადმე დაჩეხილი
საქართველო იპოვნოთ!